ცხინვალის ”სპარტაკი”

ქალაქ ცხინვალის საფეხბურთო კლუბი 1936 წელს დაარსდა. გუნდს არაერთხელ შეეცვალა სახელი, მაგრამ, უმეტესად «სპარტაკი» ერქვა. საბჭოთა კავშირის ეპოქაში ცხინვალელთა გუნდი საქართველოს პირველობასა და თასის გათამაშებაში, ამიერკავკასიის, შემდეგ კი სხვადასხვა ზონებში გამოდიოდა. საბჭოური ხანიდან 1987 წელი ცხინცალის «სპარტაკისთვის» ყველაზე ღირსსახსოვარი იყო. 1987 წლის ნოემბერში ცხინვალელებმა საქართველოს თასის მოიგეს. ფინალამდე «სპარტაკმა» ხაშურის «ივერიას» 4:1 სძლია, თასის წინა გამარჯვებული ბოლნისის «სიონი» სტუმრად 1:0 დაამარცხა და ნეიტრალურ მოედანზე «დუშეთს» 2:1 მოუგო. «სპარტაკმა» ფინალში ოზურგეთის «მერცხალი» 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი მატჩის მე-15 წუთზე ალან ჯიოევმა ვლადიმერ ჩოჩიევის გადაცემის შედეგად გაიტანა. ფინალში, რომლის მთავარი მსაჯი მევლუდ მიმინოშვილი იყო, ცხინვალელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:
რამაზ კობალაძე, სერგო გაბელაია, ვადიმ ჯიოევი, ინალ ჯიოევი, მელსიკ დურგლიშვილი, ვიაჩესლავ მარგიევი, ვალერი ჩოჩიევი, ვაჟა ხუბეჯიშვილი, ახსარ ბეკოევი, გია ხუბეჯიშვილი, ალან ჯიოევი.
თბილისში, ლოკომოტივის” სტადიონზე” გამართული ფინალური მატჩის შემდეგ ცხინვალელებს საქართველოს თასი გადასცეს.

spartak-1987
ზედა რიგში (მარცხნიდან მარჯვნივ): ვლადიმერ ხაჩიროვი, ჩერმენ გათიკოევი, ვლადიმერ კოზაევი (მთავარი მწვრთნელი), გოდერძი რომელაშვილი, გია ხუბეჯიშვილი, ვაჟა ხუბეჯიშვილი, ვადიმ ჯიოევი, რამაზ კობალაძე, ალან ჯიოევი, ინალ ჯიოევი, ალან ჯიოევი (მწვრთნელი);
ქვედა რიგში: იგორ გობოზოვი, მელსიკ დურგლიშვილი, ახსარ ბეკოევი, ვლადიმერ ჩოჩიევი, სერგო გაბელაია, ვიაჩესლავ მარგიევი;
ცხინვალის «სპარტაკი» ფეხბურთელები, ბახვა თედეევი, ახსარ ბეკოევი, ინალ ჯიოევი და სხვები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდნენ. 1987 წელს ცხინვალელებმა, თბილისში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფი საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრები (მთ. მწვრთნელები ბორის იგნატიევი) 2:0 დაამარცხა, ბურთები ვალერი ჩოჩიევმა და გიორგი ხუბეჯიშვილმა გაიტანეს. ორივე საგოლე პასი სამხრეთ ოსეთის რეგიონული ფედერაციის ახლანდელმა პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ გააკეთა.

spatak

ს. კ. ცხინვალის “სპარტაკი”. 1989 წლის აგვისტო.

პირველ (ზედა) რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ვალერი კოზაევი (მთავარი მწვრთნელი), მელსიკ სანაკოევი, ვლადიმერ მიხაილოვი, გია კახნიაშვილი, ვასილ ძაგოევი, ინალ გაგიევი, ალექსანდრე კოკოევი, ინალ ჯიოევი, გია ხუბეჯიშვილი (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე).
მეორე (ქვედა) რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ვალერი გობოზოვი, ზაზა რომელაშვილი, რამაზ ალბოროვი, თემურ სანაკოევი, ალბერტ დოგუზოვი, მალხაზ კაცელაშვილი, იგორ გობოზოვი, ზურაბ მაისაშვილი.

1990-2003 წლებში ცხინვალელთა გუნდს «ლიახვი» ერქვა, 2003-07 წლებში კი «ცხინვალის» სახელით იასპარეზა. 2007 წლიდან კი ისევ ცხინვალელის «სპარტაკია». სამაჩაბლოს ცნობილი მოვლენების შემდეგ გუნდი დისლოკაციის ადგილი ცხინვალის ნაცვლად, გორი გახდა.
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ჯერჯერობით, ცხინვალის ”სპარტაკისთვის” ყველაზე დასამახსოვრებელი 2009-10 წლების სეზონი იყო. ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების ნახევარფინალში იასპარეზა. ცხინვალის ”სპარტაკში” საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, გიორგი დემეტრაძე, ლადო ბურდული, სოსო გრიშიკაშვილი და ლაშა ჯაკობია გამოდიოდნენ. ჩვენს გუნდში დღესაც არიანახალგაზრდული და ჭაბუკთა ასაკობრივი ნაკრები გუნდების წევრ-კანდიდატები. გუნდს სერგო გაბელაია, კობა ჟორჟიკაშვილი, ვლადიმერ ხაჩიძე, გოჩა ჩიქოვანი, ბადრი კვარაცხელია წვრთნიდნენ. 2011 წლის 15 სექტემბრიდან ცხინვალის ”სპარტაკის” მთავარი მწვრთნელი კვლავ ვლადიმერ ხაჩიძე გახდა.